Monday, June 22, 2009

მოწოდება ქართველ ხალხს... შესავალი:

ქალბატონებო და ბატონებო, მე, ექსპერტი ადამიანის უფლებათა განათლების დარგში (ჟენევა), ადამიანის უფლებათა ფილოსოფიური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (ნევადა), სამართლის და საზოგადოების ევროპული ასოციაციის წევრი (პარიზი), პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ბიძინა სავანელი, ვადსტურებ რა ჩემს ტრადიციულ ერთგულებას თქვენდამი, კვლავ შეგახსენებთ, რომ:
2007 წლის 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა უხეშად დაარღვია “ადამიანის მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის” მუხლი 4, 5, 14, 17, 18, 19; 27 გაეროს გენერალური ასამბლეის 1979 წლის დეკემბრის “სამართალდამცავ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსი”; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები: 9, 10, 11, 14, 15 მუხლები; საქართველოს კონსტიტუციის 5, 6, 7, 17, 18, 19, 20, 22, 24, 25, 26, 39, 40, 43, 46-ე მუხლები.
კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე:
ა) დაარბია, თავისუფლება აღუკვეთა და პოლიტიკური თავისუფლება შეუზღუდა მოშიმშილე მომიტინგეებს, რომლებიც იმყოფებოდნენ პარლამენტის კიბეებზე, სადაც არ არის ტრანსპორტის და ხალხის სამოძრაო ადგილი;
ბ) დაარღვია ყველას უფლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ, მაშინ როდესაც მოშიმშილეები ინყოფებოდნენ პარლამენტის კიბეებზე, ხოლო მომიტინგეები - რიყეზე, სადაც არ არის ტრანსპორტის და ხალხის სამოძრაო ადგილი;
გ) უხეშად დაარღვია მოქალაქეთა, მათ შორის მომიტინგეთა და პოლიტიკური პარტიების ლიდერთა და წევრთა პირადი ცხოვრების, პირადი საქმიანობის, პირადი ჩანაწერის, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის ხელშეუხებლობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლება;
დ) ტელე “იმედის” შენობის და ჟურნალისტთა ბარბაროსული დარბევით, ტექნიკის და ტელეაპარატურის ვანდალური განადგურებით, ტელე “იმედის” და “კავკასიის”, აგრეთვე სნნ-ის, ბბს-ის და ევრონიუსის ტელემაუწყებლობის გათიშვით, ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის ტელესივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვით, ინფორმაციის გავრცელების სატელევიზიო საშუალებათა მონოპოლზაციით ხელყო მასობრივი საშუალებების თავისუფლება და მათი ცენზურის დაუშვებლობა, ადამიანის უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით;
ე) დაბრკოლება შეუქმნა სახალხო დამცველს მის საქმიანობაში, და მას ფიზიკური და მორალური ზიანი მიაყენა;
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ზემოაღნიშნული უფლებების ხელყოფის შედეგად სააკაშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153, 154, 159 და 161 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები;
კერძოდ, დანაშაულები გათვალისწინებული:
სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლით, რომლის ძალით: “სიტყვის თავისუფლების და ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისთვის უკანონო ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლით, რომლის ძალით: “ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლა ე.ი. მისი იძულება გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისგან; იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარის ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
სისხლის სამართლის კოდექსის 159 მუხლით, რომლის ძალით: “პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეყობინების საიდუმლოების დარღვევა; იგივე ქმედება ჩადენილი ანგარებით, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სისხლის სამართლის კოდექსის 160 მუხლით, რომლის ძალით: “ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა ანუ ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან მფლობელობის ხელშეუხებლობას; იგივე ქმედება ძალადობით ან ძალადობის მუქარით ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად ან სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით;
სისხლის სამართლის კოდექსის 161 მუხლით, რომლის ძალით: “შეკრების ან მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; იგივე ქმედება, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ან რამაც მასობრივი არეულობა, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
სააკაშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის და სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენა დადასტურებულია საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლების – სახალხო დამცველის – დასკვნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება მასში, რომ მან უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153, 154, 159, 160 და 161 მუხლებით.
ამის გამო, პრეზიდენტის პოსტიდან სააკაშვილი ნებაყოფლობით გადადგა. პრეზიდენტის პოსტიდან სააკაშვილის გადადგომა როგორც ნორმატიული აქტი იყო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რაც სამართლებრივად ნიშნავდა ზემოთჩამოთვლილი დარღვევების და დანაშაულთა განზრახ ჩადენაში მის მიერ ბრალის აღიარებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააკაშვილს იურიდიული უფლება არ ქონდა თავისი კანდიდატურა ხელმეორედ წარედგინა პრეზიდენტის პოსტზე. შესაბამისად, 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე მის მიერ მიღებული ხმების იურიდიული ძალა ნულის ტოლია, რის გამო “მიღებული” ხმები დანარჩენი კანდიდატების მიერ მიღებული ხმების პროცენტების გათვალისწინებით მათზე პროპორციულად ნაწილდება და ბატონი ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს დე-იურე პრეზიდენტად 15 ივნისს 6 თვით უნდა გამოცხადდეს, ხოლო სააკაშვილი – პირად, რომელმაც საქართველოს კონსიტუციის მუხლი 5, პუნქტი 3-ის დარღვევით მიითვისა და უკანონოდ მოიპოვა ხელისუფლება.
საპრეზიდენტო არჩევნების დანაშაულებრივი გაყალბება იურიდიულად დადასტურებულია ეუთოს და საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლების – სახალხო დამცველის – დასკვნების ურთიერთშეჯერებით.
ასევე, საქართველოს არ ყავს დე-იურე პარლამენტი, რადგან არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა უკანონოდ დანიშნა პარლამენტის არჩევნები. უფრო მეტი, არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა გააყალბა არჩევნები ანუ დამატებით ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 164-1 მუხლით, რომლის ძალით ისჯება: “არჩევნების დანიშვნის შესახებ აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე ამომრჩეველთათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემა ან მიყიდვა, უფასო მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის მიცემისაგან თავის შეკავების მიზნით”.
საპარლამენტო არჩევნების დანაშაულებრივი გაყალბება იურიდიულად დადასტურებულია ეუთოს და საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლების – სახალხო დამცველის – დასკვნების ურთიერთშეჯერებით.
2007 წლის 7 ნოემბრამდე და მას შემდეგ სააკაშვილის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა მძიმე დანაშაულებს, მათ შორის ერისთვის საარსებო ობიექტების რუსეთისთვის მიყიდვას, დაემატა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დადასტურებული 2008 წლის 7 აგვისტოს ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული, კერძოდ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მის მიერ საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ ზონაში ომის დაწყება, იქ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის და ქართველი მეომრების სასიკვდილოდ გაწირვა, ქართული მოსახლეობის ლტოლვილად ქცევა, და კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერით რუსეთისთვის დე-იურედ საქართველოს ტერიტორიის მეოთხედის გაფორმება.
ამიტომ, სახელმწიფო-სამართლებრივი და პოლიტიკური, მოსალოდნელი მძიმე სოციალური და ეკონომიკური, და ზოგადა საერთო ეროვნული კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალია სრულიად საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენელთა კრებაზე შემდეგი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს მოსახლეობის

გადაწყვეტილება

სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა ქვეყანაში ტირანული და მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა, კერძოდ:
1. საქართველოში ფაქტიურად აღდგენილია სიკვდილით დასჯა პოლიტიკური და სხვა მოტივებით, რისი ნიმუშია: პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, აკადემიკოსის მკვლელობა, ახალგაზრდების მკვლელობათა მთელი სერია და სხვა მრავალი მკვლელობა, რაც დადასტურებულია საქართველოს ობმუდსმენის დასკვნებით;
2. ევროპულ ენებზე ნაციონალურ პარტიად სახელგადაკეთებული მოქალაქეთა კავშირი არის ევროკავშირის მიერ დაგმობილი საომარი რიტორიკით დაწყებული და ცხინვალის რაიონში სამხედრო პროვოკაციით დამთავრებული, ომის პარტია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის შენარჩუნებაზე გათვლილ დანაშაულებრივ ქმედებებს შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქართველი მეომრების სიცოცხლე, და რის გამოც მივიღეთ იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა, ხოლო კაპიტულაციაზე ხელმოწერის შედეგად დე-იურედ ვკარგავთ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს, და რასაც დაემატა მამისონის სტრატეგიული უღელტეხილი, რუსეთისთვის ოცკილომეტრიანი ზოლის და სტრატეგიული მწვერვალების მოღალატური ჩაბარება;
3. თვით საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ და ევროკავშირის ბევრმა მთავრობამ დაგმო 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილე ხალხის პარლამენტთან დარბევა, მშვიდობიანი მომიტინგე ხალხის დარბევა რიყეზე, “ტელეიმედის” თანამშრომელთა და შენობის დარბევა, რის გამო სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რითაც მან ევენტუალურად თავისი დანაშაულებრივი ბრალი ერთა თანამეგობრობისა და თავისი ხალხის წინაშე აღიარა, და რის გამოც სააკაშვილი აღარ არის საქართველოს დე-იურე პრეზიდენტი;
4. საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლის უხეში დარღვევით ხალხის დაუკითხავად უცხოელებზე გაიყიდა და იყიდება ერისთვის არსებობდის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები;
5. საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხი არ არის უზრუნველყოფილი პროფკავშირებისა და სასამართლოსგან შრომითი უფლებების დაცვით, ხოლო უმუშევრად დარჩენილი ხალხი მიტოვებულია ბედის ანაბარად და ტოვებს სამშობლოს;
6. საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხს მრავალგზის, მათ შორის 2008 წლის 21 მაისს, წაერთვა უფლება მონაწილეობა მიიღოს გაუყალბებელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში, რაც არაერთხელ დადასტურდა ეუთოს და სახალხო დამცველი დასკვნებით, რის გამო საქართველოს არ ყავს პარლამენტი;
7. საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხელისუფლებამ საქართველოში მაუწყებელი მთელი სატელვიზიო სივრცე თავის სრულ კონტროლს დაუქვემდებარა, ხოლო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას ანუ ხალხს წაართვა; გრძელდება ტელე- და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დასჯადი დევნა, ცემა, აპარატურის მსხვრევა და წართმევა.
8. საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დარღვევით და ევროპის საპარლამენტო ასაბლეის მიერ დაგმობილი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად სააკაშვილმა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სრული უზურპაცია მოახდინა, რითაც ხალხს მოუსპო მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, და რის გამო საქართველო პერმანენტულ სახელმწიფოებრივ კრიზისშია;
9. ეროვნული მეცნიერების, განათლების და ხელოვნების, მთლიანად კულტურის განვითარების პროცესი დაიბლოკა ხელისუფლების მხრიდან ამ დარგების პირდაპირი მართვის უფლების მისაკუთრებით; მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასიან სწავლებაზე გადაყვანა, რითაც ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერ და კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს შესაძლებლობა მოესპოთ მიიღონ უმაღლესი განათლება და თავისი უნიკალური წვლილი შეიტანონ ქვეყნის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად განვითარებაში;
10. საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეში დარღვევით ადგილი აქვს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და სათანადო ანაზღაურების გარეშე ხალხის პირადი საკუთრების სასამართლოს გვერდის ავლით ძალადობრივ ჩამორთმევას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შესაბამისი ობიექტების ფარულ მითვისებას;
11. საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება ხელს უშლის ეროვნული მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, და დაკავებულია მონოპოლიური საქმიანობით, პრივილეგიურ მდგომარეობაში ამყოფებს უცხოურ ბიზნესს და მათთან კორუფციულ და პროტექციონისტულ პოლიტიკას ეწევა;
12. საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება არ ზრუნავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის; მაღალმთიან, განსაკუთრებით კავკასიონის ქედის სამხრეთ რაიონებში, მცხოვრებნი მიტოვებული არიან ბედის ანაბარად, სოფლის მეურნეობა კვდება და საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია.
13. მეორე მხრივ, რუსეთი გააგრძელებს, ხოლო ზოგიერთი მეზობელი დაიწყებს (თუ უკვე არ დაიწყო) საქართველოს ტერიტორიების “მცოცავ” ოკუპაციას, რაც ხელს აძლევს სააკაშვილს, რადგან ის რუსეთის აშკარა და ზოგიერთი მეზობლის მიერ საქართველოს ფარულ ოკუპაციას შეუწყობს ხელს, რუსეთისგან დევნილის საბაბით დატოვებს საქართველოს, უცხოეთში პოლიტიკურ თავშესაფარს მიაღწევს და ქართველი ხალხისგან დანაშაულებრივად მიტაცებულ რამდენიმე მილიარდს სამუდამოდ დაეპატრონება ან დაამყარებს უკიდეგანო დიქტატურას, რათა არ წარსდგეს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე.
ამრიგად, საქართველოს ხელისუფლებაში ძალით მოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა ქვეყანაში ტირანული და მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა.

დასკვნითი ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობა:

აცნობიერებს რა არჩევნების გაყალბების გზით ქვეყნის სათავეში მოსული სააკაშვილის და მისი გუნდის ანტიეროვნული, ანტიმართლმადიდებლური, ანტიადამიანური და კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილ ღრმა სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ კრიზისს, რის გამოც ქართველი ერის არსებობა და მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა საფრთხეშია, მათ შორის იმას, რომ ძალოვანების მხრიდან 5 წლის განმავლობაში ადგილი აქვს საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სასტიკ, სისტემატურ, აღვირახსნილ და დანაშაულებრივ დარღვევებს, რამაც უახლოეს პერიოდში სამართლებრივად გამართლებული სახალხო აჯანყება შეიძლება გამოიწვიოს, ხოლო მთლიანად კავკასიაში - სრული ქაოსი;
ხელმძღვანელობს რა საქართვლოს კონსტიტუციის პრეამბულით და მეორე თავით, აგრეთვე 5, 6, 7, 9, 39 მუხლებით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილით, საქართველოში მშვიდობის, უშიშროების და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად,
ადგენს:
1. 2007 წლის 7 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153, 154 და 161 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, კერძოდ, მოშიმშილეების ხელკეტებით, მშვიდობიანი მომიტინგეების რეზინის ტყვიებით და “იმედის” თანამშრომელთა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით დარბევის გამო, საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის, როგორც იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის ძალის მქონე აქტის საფუძველზე, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ იურიდიული ძალის არმქონედ აცხადებს;
2. სისხლის სამართლის კოდექსის 164-1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების, კერძოდ, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების ეუთოს და სახალხო დამცველის მიერ დადასტურებული მასობრივი გაყალბების გამო, საქართველოს 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს იურიდიული ძალის არმქონედ აცხადებს.
3. საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივი ვაკუუმიდან გამოყვანის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი ხუთის პირველი პუნქტის თანახმად, რომლის ძალით: “საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი”, საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ხუთი მესამე პუნქტის თანახმად, რომლის ძალით: “ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს უშუალო დემოკრატიის ფორმით” და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 5-18 ნოემბერს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლის პუნქტი სამის თანახმად, რომლის ძალით: “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს”, ქართველი ხალხი გამოხატავს თავის ურყევ სამართლიან ნებას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს - ილია მეორეს - გარდამავალ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტად სცნობს.
4. საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს შექმნას დროებითი კოალიციური მთავრობა და დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, ამასთან იმოქმედოს საქართველოს კონსიტუციასთან სრულ შესაბამისობაში.
5. ამის შემდეგ, ახლად არჩეულ პარლამენტს სთხოვს გააუქმოს ევროპის საპარლამენტო ასაბლეის მიერ 2005 წლის 20 იანვარს დაგმობილი რეაქციული საკონსტიტუციო ცვლილებები, დაამტკიცოს მთავრობა, მოქმედი კანონმდებლობა კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს და 3 თვის თავზე დანიშნოს რეფერენდუმი პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება-არგაუქმების თაობაზე. პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნების შემთხვევაში, არჩეულ პარლამენტს სთხოვს დანიშნოს და გაერო-ეუთოსთან ერთად უზრუნველყოს გაუყალბებელი, თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები.
შენიშვნა:
1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის ქართველი ხალხის მიერ საქართველოს პრეზიდენტად ცნობის შემდეგ მისი უწმინდესობა უფლებას იტოვებს უარი თქვას ქართველი ხალხის მიერ შეთავაზებული პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე.
2. ამ წუთიდან საპატრიარქოს ვთხოვთ გააორმაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვა.
3. ჩვენთან არს ღმერთი!
უერთდებით თუ არა მოწოდებას?
ვუერთდები არ ვუერთდები თავს ვიკავებ