Sunday, June 7, 2009

ბიძინა სავანელის სკანდალური პასუხი ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილს ...

პარასკევს, 5 ივნისს “კავკასიის” ტელეარხზე ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა ბრალი დამდო, რომ თითქოს ხუთშაბათს 4 ივნისს იმავე ტელეარხზე მე მოვითხოვე 2004 წლის 6 თებერვლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი 70 ცვლილების გაუქმება.
სრული სიცრუეა.
მე, 2005 წლიდან დღემდე პრესის ფურცლებიდან და “კავკასიის” ტელეარხიდან მრავალგზის მოვითხოვდი, რათა ხელისუფლებას უარი ეთქვა 2004 წლის 6 თებერვლის იმ 5 საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რაც ვენეციის საკონსტიტუციო კომისიის დასკვნის საფუძველზე ევროპის საპარლამენტო ასაბლეამ დაგმო როგორც “ანტიდემოკრატიული, რადგან ყველა ერთად აღებულმა ცვლილებამ პრეზიდენტს განუზომელი ძალაუფლებას მიანიჭა.”
კერძოდ: 1. პროკურატურა მართლმსაჯულების სისტემიდან გამოიყვანა და თვითონ დაიქვემდებარა; 2. მიითვისა მოსამართლეთა დანიშვნის და განთავისუფლების ექსკლიუზიური, შემდეგ კი მათი წარდგენის უფლება; 3. გააერთიანა უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროები და მათზე პირდაპირი კონტროლის უფლება მიითვისა; 4. პარლამენტის უფლებამოსილების შეზღუდვის ხარჯზე პრეზიდენტის უფლებამოსილება გაზარდა; 5. შეზღუდა აჭარის ავტონომიური ერთეულის უფლებამოსილება და შესაბამისად გაზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილება.
არადა, 2005 წელს ამ თემაზე ჩემი პირველი სტატიის სათაური გაზეთ “რეზონანსში" შემდეგი იყო: “ფრთხილად ქართველნო, ჩვენ 30-იან წლებში გვაბრუნებენ”. ჩემი გაფრთხილებაDარავინ ყურად არ იღო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: ახალგაზრდების მკვლელობათა მთელი სერია, ერისთვის საარსებოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის მიყიდვა, მოქალაქეთა კერძო საკუთრების პირდაპირი მიტაცება, 7 ნოემბერი, 5 იანვარი, 21 მაისი და აპოგეა – 7 აგვისტო, რის შემდეგ კაპიტულაციაზე ხელმოწერით რუსეთს დე-იურედ ჩაბარდა საქართველოს ტერიტორიის მეოთხედი. და ამის შემდეგ, სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ყველაფერი წესრიგშია. მე აბსლუტურად ვეთანხმები მას, ერთი დათქმით: საქართველოში ყველაფერი წესრიგშია ქართველი ერის ტრადიციული მტრებისთვის.
ბატონი დავით აქუბარდია სამართალმცოდნე არ არის, (თუმცა ანალიტიკური აზროვნების შესაშური ნიჭით არის დაჯილდოებული), მაგრამ კარგად მიხვდა ბლეფს და დემეტრაშვილს შესთავაზა, რათა საბაზისო დოკუმენტად 1995 წლის კონსტიტუცია გამხდარიყო. მე ვთქვი და კვლავ ვიმეორებ: ვენეციის საკონსტიტუციო კომისიის დასკვნის საფუძველზე ევროპის საპარლამენტო ასაბლეის მიერ დაგმობილი 5 საკონსტიტუციო ცვლილების გაუქმებას კონსტიტუციის რეფორმირება და 70 კაციანი საკონსტიტუციო კომისიის შექმნა არ სჭირდება. საკმარისია პარლამენტის ნახევარდღიანი სხდომა, რომ გაუქმდეს 1995 წლის კონსტიტუციაში შეტანილი 5 ცვლილება.
ამიტომ ვთქვი და ვიმეორებ, რომ კოსტიტუციის რეფორმირების იდეა არის ბლეფი და გათვლილია ამ კრიმინალური რეჟიმის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, რისი ხელშემწყობი დემეტრაშვილია.
სხვათა შორის, ეს ის დემეტრაშვილია, რომლის თავმჯდომარეობით და ხუბუასთნ თანამონაწილეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე საკონკურსო კომისიის 13 წევრმა ერთმანეთი აირჩია და ფაკულტეტი კოსმოპოლიტი კმარელებით და ძირითადად მედროვეებით დაკომპლექტდა, ხოლო ბევრი ცნობილი პროფესორი უნივერსიტეტის გარეთ დატოვა. და ამ საქმეში მას გვერდს უმაგრებდა და საკონსტიტუციო კომისიის დონეზე უმაგრებს მისივე ეროვნების ლევან ალექსიძე, და ორივე სააკაშვილს. ეს ის ალექსიძეა, რომელიც თავდადებული ემსახურებოდა კომუნისტურ პარტიას და მთავრობას, და რომელიც იყო კკბ-ს ნდობით აჭურვილი პირი. ბატონი ედუარდი შეცდომაში სწორედMმან განზრახ შეიყვანა და აფხაზეთში და “სამხრეთ ოსეთში” რუსის ე.წ. სამშვიდოებები ჩადგნენ, მაშინ როდესაც გაეროს პრაქტიკის მიხედვით კონფლიქტურ ზონაში არ შეიძლება იმყოფებოდეს ერთი ჯარისკაციც კი ქვეყნის მოსაზღვრე ქვეყნებიდან, მით უმეტეს რუსეთისა, რომელიც მსოფლიოში გამოუსწორებელ იმპერიალისტად არის ცნობილი, რაც კიდევაც დადასტურდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დე-იურედ აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი აღიარა”. ასეთია, შიშველი მეფის ლევან ალექსიძის რეალური პორტრეტი.

ზრუნვა კონსტიტუციის სტაბილობისთვის ერის და მისი ხელისუფლების სტაბილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია არის. ეს არის მსოფლიოში სახელმწიფოთა ტრადიციით და მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკით აპრობირებული პრინციპი. ამიტომ, 1995 წლის კონსტიტუციის აღდგენა ევროპის საპარლამენტო ასაბლეის მიერ მითითებულ 5 პარამეტრში, როგორც პრეცედენტი მომავალში მოახდენს კონსტიტუციისადმი უდიერი დამოკიდებულების პრევენციას ანუ იმ უარყოფითი ტენდენციის აღკვეთას, რაც საქართველოში შეინიშნება: ყოველი ახალი ხელისუფლება თავის ტანზე ჩოხასავით ირგებს კონსტიტუციას.


ექსპერტი ადამიანის უფლებათა განათლების დარგში (ჟენევა),
ადამიანის უფლებათა ფილოსოფიური საზოგადოების წევრი (ნევადა),
სამართლის და საზოგადოების ევროპული ასოციაციის წევრი (პარიზი), პროფესორი ბიძინა სავანელი