Thursday, August 13, 2009

კუდის ახალი სამიზნე „კავკასიის“ და „მაესტროს“ მონიტორი გახდა...

გუშინ გვიან ღამით გაურკვეველმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ზუგდიდის ცენტრში განთავსებულ „საკნებს“. ტყვიები, „საკნის პატიმრებს“ არ მოხვედრიათ თუმცა დაზიანებულია მონიტორი, რომლის მეშვეობითაც ყოველ საღამოს ადგილობრივი მოსახლეობა თვალს ადევნებდა ტელეკომპანია „მაესტროს“ და „კავკასიას“ საინფორმაციო გამოშვებებს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი კახა მიქაია, რომელიც უკვე მესამე თვეა საკანში ზის აცხადებს, რომ ეს „კუდ“–ის მიერ განხორციელებული მორიგი ტერორისტული ქმედებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებენ.